- Advertisement -

40 წლის შემდეგ, შუხევში, სოფელ მახალაკიძეებში წყალსადენის მშენებლობა მიმდინარეობს

541

შუხევში, სოფელ მახალაკიძეებში წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. შვიდ კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა სანათიას მთიდან ხორციელდება, რომლითაც რაბათის უბნისა და სოფელ მახალაკიძეების 83 ოჯახი ისარგებლებს.

სამუშაოები დღეს მუნიციპელიტეტის გამგებელმა დაათვალიერა. ტარიელ ებრალიძის თქმით „სოფელში წყლის პრობლემა წლებია არსებობს, მოსახლეობამ პრობლემის მოსაგვარებლად გამგეობას არაერთხელ მიმართა რის საფუძველზეც დაიწყო სამუშაოები“.

წყლის დეფიციტზე ადგილობრივი მოსახლეობაც საუბრობს. მათი თქმით, სოფელს წყალი რამდენიმე ათეული წლებია არასრულად მიეწოდება, აღნიშნული პრობლემა კი განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება. 

შალვა ბერიძე აიპრესსთან ყვება: „სოფელში წყლის პრობლემა დაახლოებით 40 წელია გვაწუხებს, ისიც კარგად იცით, ჩვენთან ზაფხულში მოსავალი თუ არ მორწყე არაფერი მოვა. ეხლა მიმდინარეობს წყლის მოყვანითი სამუშაოები და ჩვენს სიხარულს საზღვარი აღარ აქვს, იმედია ესეც კარგი რაოდენობით იქნება და არ გაგვაწვალებს“.

სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებით 1-ელი ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს. 

პროექტი მუნიციპალიტეტისა და შპს „აჭარისწყალ ჯორჯიას“ თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

Comments
Loading...