- Advertisement -

422 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცემა

412

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 422 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მორიგი 422 დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს ქუთაისში და წყალტუბოში. დღეის მდგომარეობით, 2012 წლიდან მოყოლებული15 500-ზე მეტი დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული მუდმივი საცხოვრებლით და ეს პროცესი რა თქმა უნდა, გაგრძელდება",- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 29 საკითხს განიხილავან, მათ შორის ერთი საიდუმლოა.

Comments
Loading...