- Advertisement -

54 დეპუტატის დეკლარაციებში სავარაუდო დარღვევების გამო მონიტორინგი დაიწყო

292

54 დეპუტატის დეკლარაციებში არსებული სავარაუდო დარღვევების გამო მონიტორინგი დაიწყო. ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზეა განთავსებული.

როგორც საჯარო სამსახურის ბიუროში ამბობენ, 2017 წლის 21 სექტემბერსა და 20 ნოემბრის "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წერილებით მოთხოვნილი იყო საქართველოს პარლამენტის რიგი წევრების დეკლარაციების შემოწმება, მათ დეკლარაციებში არსებული სავარაუდო დარღვევებიდან გამომდინარე.

საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, მითითებული თანამდებობის პირების დეკლარაციების შემოწმების მიზნით.

ამ ეტაპისთვის მონიტორინგი დაწყებულია და მიმდინარეობს წერილში მითითებული პარლამენტის შემდეგი წევრების დეკლარაციის შემოწმება:

ედიშერი თოლორაია; გიორგი ლომია; დიმიტრი სამხარაძე; მამუკა ჩიქოვანი; იოსები მაკრახიძე; მამუკა მდინარაძე; მარიამ ჯაში ; დავით ჭიჭინაძე ; დიმიტრი ხუნდაძე ; ბიძინა გეგიძე ; ლევან კობიაშვილი ; გურამ მაჭარაშვილი ; კობა ნარჩემაშვილი ; გია ჟორჟოლიანი; შოთა ხაბარელი ; ირმა ინაშვილი ; გედევან ფოფხაძე; ერეკლე ტრიპოლსკი; სოფიო კილაძე ; ირმა ნადირაშვილი; გიორგი კახიანი; სიმონ ნოზაძე; კახაბერ ოქრიაშვილი; ირაკლი ხახუბია; ზაზა კედელაშვილი; დიმიტრი მხეიძე; ნატო ჩხეიძე; ზაქარია ქუცნაშვილი ; ირინა ფრუიძე; თენგიზ გუნავა; გოჩა ენუქიძე; ზვიად ძიძიგური; ვიქტორ ჯაფარიძე; ფატი ხალვაში; ენზელ მკოიანი; სულხან მახათაძე; ლაშა დამენია; გიორგი ბეგაძე ; თენგიზ ხუბულური ; ანრი ოხანაშვილი ; თეიმურაზ ჭკუასელი; რევაზ არველაძე;
მირიან წიკლაური; ლევან ბეჟანიძე ; რომან მუჩიაშვილი ; ბექა ოდიშარია ; რუსლან პოღოსიანი ; თამარ ჩუგოშვილი ; ლერი ხაბელოვი; ზაზა ხუციშვილი; ირაკლი სესიაშვილი; ნინო წილოსანი ; ალექსანდრე ქანთარია ; რატი იონათამიშვილი.

Comments
Loading...