- Advertisement -

55,67%-ით ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძეა

425

ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძეა. ბათუმში საარჩევნო უბანებზე სულ 50 770 ამომრჩეველი მივიდა. 55,67%-ით ქართული ოცნების ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე ლიდერობს.

ხმების 24,13%-ი მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მერობის კანდიდატმა ლევან ანთაძემ. 6,43% – ი აქვს "ევროპული საქართცელო"-ს კანდიდატს პეტრე ზამბახიძეს. 6,16 პროცენტი კი "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატს თენგიზ თავდგირიძეს. ბათუმის 79-ე ოლქის, 103 უბნიდან, ამ დროისთვის ცესკო-ს მონაცემებით 102+1(სპეცუბანი)-ია დათვლილი. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნების წინასწარი მონაცემების მიხედვით ბათუმის 25 მანდატიან საკრებულოში, 19 დეპუტატი ''ქართული ოცნებიდან'' შევა. მათ შორის 10 მაჟორიტარული სისტემით არჩეული კანდიდატი და 9 პროპორციულით. ბათუმის ოლქის მონაცემების თანახმად, კიდევ სამმა პარტიამ გადალახა 4 პროცენტიანი ბარიერი, საკრებულოში 4 წევრს შეიყვანს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,” ერთს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და ასევე ერთს “ევროპული საქართველო''.

ცნობისთვის: ლაშა კომახიძე დაიბადა 1974 წლის 17 სექტემბერს. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს უნგრეთში, ბუდაპეშტის ეკონომიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:

1997 – 2000 წელი: სააქციო საზოგადოება: საზღვაო ბანკი: ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტი; საინვესტიციო განყოფილების უფროსი;

2001 – 2003 წელი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თანაშემწე;აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური საბჭოს მდივანი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინის უფროსი;
2004 – 2006 წელი: შპს „გორგია“, მენეჯერი, სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია;
შპს „დეკო“, მენეჯერი, სამშენებლო მასალების წარმოება;
2008 – 2016 წელი: გაეროს განვითარების პროგრამა, აჭარის პროექტების მენეჯერი:
2008 – 2011 წელი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარება;
2011 – 2013 წელი: ვაჭრობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
2013 – 2016 წელი: ენპარდი 1 – სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ა.რ–ში;
2016 –18.07. 2016: მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარის ა.რ–ში; ენპარდ 2 – სოფლის
განვითარების ხელშეწყობა აჭარის ა.რ–ში;

კვალიფიკაცია და ტრენინგები:

კვალიფიკაცია: „პასიფიკ ბანკი“; „მეხანიკს ბანკი“; მსხვილი დაკრედიტების სპეციფიკა, (აშშ, სანფარნცისკო, 2001წ.); მრავალი, სხვადასხვა თემატური ტრენინგები და კონფერენციები. მათ შორის: მეწარმეობის განვითარების პერსპექტივები; ღირებულებათა ჯაჭვები; სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის პერსპექტივები; სასოფლო ექსტენციის გამოწვევები და თავისებურებები და სხვა.

ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი მიღწევები:

2013 – 2016წ: დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამები აჭარის ა.რ–ში; სასოფლო ექსტენციის მოდელის შექმნა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; მედია ექსტენციის მოდელის ჩამოყალიბება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა აჭარის ა.რ–ში; სასოფლო სამურნეო სექტორის ინსტიტუციონალიზაციაში შეტანილი წვლილი; სასოფლო სამეურნეო ექსტენციის სოფტი და ბიზნესის ხელშემწყობი ინსტრუმენტები; აჭარის ა.რ–ში სახელობო პროფესიების დანერგვაში შეტანილი წვლილი; აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგიაში შეტანილი წვლილი;

2011 – 2013წ: მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ინსტიტუციონალიზაცია აჭარის ა.რ–ში; ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის შექმნა და წარმატებული ფუნქციონირება;

Comments
Loading...