- Advertisement -

6 დღეში საგადასახადო სამართალდარღვევის 682 ფაქტი გამოვლინდა

604

2017 წლის 27 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 682 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 6705 გადამხდელი.

"შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ელექტრონული ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 98 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 99 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 485 ფაქტი",-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Comments
Loading...