- Advertisement -

პრემიერი: 34 ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში საკუთარი კომპანიების ელექტრონულ რეგისტრაციას შეძლებენ

12

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“მეორე ინიციატივა არის ის, რომ ჩვენ შემოგვაქვს ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა, რომელიც საშუალებას მისცემს 34 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშების გახსნა, ისარგებლონ საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომ საქართველო გახდეს ფინანსური ცენტრი. შესაბამისად, ყველა უწყებას მიეცემა დავალება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან უკვე საქართველოში ეს სერვისი არსებობდეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
/

Comments
Loading...