- Advertisement -

9 აპრილის მონუმენტიდან მამაკაცი ნარკოპოლიტიკას აპროტესტებს

881

პარლამენტთან, 9 აპრილის მონუმენტზე მამაკაცი ავიდა და ქვეყნის ნარკოპოლიტიკას აპროტესტებს. 

"უნდა მოხდეს გამოფხილზლება, იმიტომ რომ გვძინავს, ვმუშაობ ხალხში, ვალაპარაკობ, რომ ეს პრობლემაა, არ ვიცით მტერი საიდან მოდის, მე ვიცი",-განაცხადა მოქალაქემ. 

ფსიქოლოგი ბადრი ონიანი, რომელიც ადგილზე იმყოფება, აცხადებს, რომ მას პრობლემები არ აქვს და უბრალოდ, გადაწყვიტა ასეთი ფორმით გამოეთქვა საკუთარი სათქმელი და როგორმე მიეტანა ეს ადამიანების გულამდე. 

"გავესაუბრე, მითხრა, რომ აპროტესტებს იმას, რაც საქართველოში ხდება, იმას, რომ ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები იღებენ ნარკოტიკულ საშუალებებს, არავინ ზრუნავს იმაზე რომ ამას წერტილი დაესვას",-განაცხადა ფსიქოლოგმა. 

Comments
Loading...