- Advertisement -

Black Sea Arena-ზე ბრეგოვიჩის კონცერტზე დასასწრებად თბილისიდან ჩარტერული მატარებელი ინიშნება

382

''საქართველოს რკინიგზამ'' გორან ბრეგოვიჩის კონცერტზე დამატებითი მატარებელი დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ''საქართველოს რკინიგზა ავრცელებს''.

26 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე გორან ბრეგოვიჩის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#880/879) ჩარტერული მატარებელი ინიშნება. GRT სერიის 4-ვაგონიანი ელექტრომატარებელი 300 მგზავრს გადაიყვანს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 15:00, „ბლექ სი არენას ბაქანზე“ ჩავა 19:15, აღნიშნულ მატარებელს (#880) გაჩერებები ურეკსა და ქობულეთშიც ექნება.  შემდგომ მსვლელობას გააგრძელებს ქ. ბათუმადე (შესვლა 20:10) ქ. ბათუმიდან გამოვა 27 აგვისტოს 00:35 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:00.

ასევე, საკონცერტო ღონისძიებაზე დამსწრეთა მატარებლებში ჩასხდომა-გადმოსხდომის უზრუნველყოფის მიზნით, ა.წ. 26 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ ჩქარ ელექტრომატარებლებს #802/801, #804/803, #806/805, #808/807  ეძლევათ ორწუთიანი გაჩერება „ბლექ სი არენას ბაქანზე“.

ბილეთების რეალიზაცია წარმოებს როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სხვა ალტერნატიული გაყიდვის არხების მეშვეობით (ონლაინ, ტურისტულ სააგენტოებში და სწრაფი გადახდის აპარატებით).

Comments
Loading...