- Advertisement -

ECOM Car – იმგზავრეთ ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან სუფთა ავტომობილით

23

კოვიდ 19-ის პანდემიის შემდეგ, მსოფლიო სრულიად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. სამედიცინო დანიშნულების აქსესუარები და პრეპარატები, რომელთა არსებობა  წლების განმავლობაში არც კი გვახსენდებოდა, ჩვენი ყოველდღიური მოხმარების ნივთებად იქცა. დღეს სადეზინფექციო საშუალებები და ნიღბები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია მსოფლიოში. კორონავირუსთან თანაცხოვრებამ ამ აქსესუარების კიდევ უფრო მეტად დახვეწის და სრულყოფის მოთხოვნა გააჩინა.

ქართულ ბაზარზე ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლის ახალი საშუალება გამოჩნდა – პატარა, კომპაქტური მოწყობილობები, რომლებიც თქვენს გარშემო, სახლში, სამსახურში, ავტომობილებში მავნე მიკრობებს, ბაქტერიებს და რაც მთავარია, ვირუსებს გააქრობს.

ეს მოწყობილობები იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს და უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყოველდღიური მოხმარების ნივთებად იქცა. დაცვის ამ საშუალებებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ფრინველის გრიპის და ყველა საშიში პანდემიური ინფექციის პრევენციისთვის.

იმ ქვეყნებში, სადაც ახალი სადეზინფექციო საშუალებები უკვე პოპულარულია, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოწყობილობა ECOM Car-ია. ავტომობილის სალონის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ვირუსთან ერთად აქრობს უსიამოვნო სუნს და ქმნის სასიამოვნო, უსაფრთხო გარემოს. ECOM Car-ი ასრულებს დეზინფექციის და დეზოდორის ფუნქციას ერთდროულად, რაც გარანტირებულად იცავს სივრცეს, სადაც დღის განმავლობაში დროის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებთ.

ქართულ სინამდვილეში, კოვიდ 19 ის პირობებში, ავტომობილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა. საზოგადოება დიდხანს დაობდა რამდენი მგზავრი უნდა მჯდარიყო ავტომობილში, რომელ სავარძელზე და როგორ… ტაქსით მომსახურება კარგა ხნით აიკრძალა და დღესაც გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ECOM Car-ი ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების საშუალებას წარმოადგენს.

ძალიან მნიშვნელოვანია სატრანზიტო ტრანსპორტის, გადამზიდავი სატვირთოების პრობლემა და როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ესსაავტომობილო საშუალებები კოვიდ 19 -ის გავრცელების მაღალ რისკს ატარებს. ECOM Car-ი მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსების, ბაქტერიების და მიკრობების არსებობას ავტომობილის სალონის მთელს სივრცეში და ყველა არსებულ ზედაპირზე.

მოწყობილობის მთავარ ბირთვს წარმოადგენს ქლორის დიოქსიდის (CLO2) ახალი, მყარი ფორმა. ამ ფორმის უპირატესობა ქლორის სხვა, ტრადიციულ, თხევად ან აირად ფორმებთან შედარებით მისი ბევრად უსაფრთხო მოქმედებაა, რადგან ის არ გამოყოფს თავისუფალ ქლორს და აქედან გამომდინარე, არ ქმნის სივრცეში რაიმე მავნე პროდუქტს დამატებით. დადგინდა, რომ ახალი ნივთიერების მოქმედება ბაქტერიებზე და ვირუსებზე, აქამდე არსებულ საშუალებებთან შედარებით, ბევრად ძლიერი და ეფექტურია. გარდა იმისა, რომ ის გრძელვადიანად და უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს, მის მიერ გამოყოფილი ნაწილაკები, ხუთჯერ ნაკლებია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ დასაშვებ ნორმასთან შედარებით; აქედან გამომდინარე, ქლორის დიოქსიდი დღეს ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო ანტიმიკრობულ საშუალებადაა მიჩნეული.

კიდევ უფრო დაწვრილებით ECOM Car-ი შესახებ ნახავთ პორტალზე: dp.ge, სადაც გამოყენების წესებს, პროდუქტის დამატებით სიკეთეებს, რეკომენდაციებს, გამოხმაურებებს და საერთაშორისო გამოცდილებას უფრო დაწვრილებით გაეცნობით და სულ მალე შეძენასაც შეძლებთ.

Comments
Loading...