- Advertisement -

EMC: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ქორწინების შესახებ ჩანაწერი ჰომობოფიის გამოხატულებაა

732

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას და კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს აფასებს. EMC-ში მიიჩნევენ, რო ქორქწინების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერი ჰომოფობიის გამოხატულებაა. 

"საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტში კონსტიტუციის 36–ე მუხლი იცვლება იმგვარად, რომ ხდება მეუღლეთა სქესის ექსპლიციტიური მითითება, კერძოდ ცვლილების მიხედვით „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა თანასწორობასა და ნებაყოფლობას“ (მუხლი 30. ქორწინების უფლება). იმ მოცემულობაში, როცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს საოჯახო, პარტნიორული უფლებებით სარგებლობის მიღმა ისედაც ტოვებს, კონსტიტუციური ცვლილების განხორციელების სოციალური საჭიროება ვერ დასაბუთდება და ის მეტწილად პოლიტიკური ჰომოფობიის გამოხატულებაა. ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების მიღმა დატოვება ლგბტ/ქვიარ თემის წევრებს უთანასწორო პირობებში ამყოფებს ჰეტეროსექსუალ წყვილებთან შედარებით, რაც მათ ხელს უშლით ისარგებლონ უფლებებითა და ქორწინებასთან დაკავშირებული სოციალური სიკეთეებით.

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო სისტემა არ მოიცავს ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის პარტნიორული და სხვა პირადი და ქონებრივი უფლებების სამართლებრივად აღჭურვის რაიმე შესაძლებლობებს, როგორც ამას ადამიანის უფლებათა სამართალი ითხოვს, აღნიშნული ცვლილებათა პროექტი, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების არაშეზღუდული დეფინიციის გაუქმებასა და დავიწროებას ისახავს მიზნად, უნდა შეფასდეს, როგორც კონსტიტუციური სტანდარტებისა და ლგბტ/ქვიარ ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებისა და კონკრეტული სოციალური ჯგუფის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობა",-აღნიშნულია EMC-ის შეფასების დოკუმენტში. 

Comments
Loading...