- Advertisement -

EMC შახტაში მომხდარზე: პასუხისმგებლობა ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსაც ეკისრება

563

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში სამუშაო ადგილებზე დასაჩირებისა და გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეფექტური შრომის ინესპექციის შექმნაა აუცილებელი. ტყიბულის მაღაროში 4 დასაქმებულის გარდაცვალების შემთხვევაზე "აიპრესს" EMC-ის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, ადამიანის უფლებების იურისტი ლინა ღვინიანიძე ესაუბრა, რომელიც ტყიბულის მაღაროში არსებულ მდგომარებაზე ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. 

"აქ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოზე, რომელიც სხვათაშორის, ამ შემთხვევაში ვერ გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტყიბულზე ვალაპარაკობთ, იმიტომ რომ მისი მანდატი არის ტექნიკური უსაფრთხოების შემოწმება, მანაქანა-დანადგარების გამართულობას ამოწმებს და მისი მანდატი ვრცელდება მომეტებული ტექნიკური საფრთხის ობიექტებზე, როგორიც არის ტყიბულის შახტი. არა ერთი შემოწმება აქვს ამ სააგენტოს, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს აქვს დაჯარიმების, უპიროვო შესვლის, საწარმოს საქმიანობის შეჩერების ფუნქციაც, ფაქტია, რომ პოლიტიკური ნება, რომ ეს ფუქნციები აღსრულდეს არ არსებობს, იმდენად დაბალია ჯარიმები, რომ არაფერს ცვლის",-განაცხადა ლინა ღვინინიძემ. 

მისივე თქმით, 2015 წლის ჩათვლით სააგენტო ტყიბულის მაღაროში დაახლოებით 10-ჯერ იყო შესული. აქვს საწარმოს შეჩერების და სანქციების დაკისრების გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა, ლინა ღვინიანიძე მიუთეთბს, რომ სააგენტოში დაჯარიმების არსებული პრაქტიკა არაეფექტურია. 


"10-ზე მეტი შესვლა აქვთ განხორციელებული ტყიბულის შახტებში, 2015 წლის ჩათვლით გვაქვს ჩვენ ეს მონაცემი და რამდენიმე ათასი ლარით არის დაჯარიმებული ტყიბულის შახტი სააგენტოს მხრიდან. მახსოვს, რომ მინიმალური ასეთი სანქცია იყო 100 ლარი და მაქსიმალური იყო 9 900 ლარი, ეს არის ის მარჟა, რომელსაც იყენებს ხოლმე სააგენტო და რამდენჯერმე მას აქვს გამოყენებული შეჩერების გადაწყვეტილებაც ტყიბულთან მიმართებით.

სააგენტო საუბრობდა ამ მაღაროში დარღვევებზე, კრიტიკულ შეუსაბამობებზე, რომელიც არაერთხელ დაუფიქსირებიათ, თუმცა მისი ეს პოლიტიკა ჯარიმების არაფექტური პოლიტიკის გამო არასწორია, მისი მუშაობა არ არის ეფექტიანი, თუნდაც იმიტომ, რომ დაჯარიმების პოლიტიკა არის გაუმართავი. ბუნებრივია, კომპანიებში რომლებიც ძალიან დიდი საწარმოო პროცესებში არიან ჩართულები, რამდნიმე ათას ლარიანი ჯარიმით ძალიან რთულია რომ გამოასწორდეს სიტუცია, თუნდაც ტყიბულის შახტაში. ასე რომ ვფიქრობ, სააგენტოც არის ის სუბიექტი, ვისზეც უნდა მიემართოს პასუხისმგებლობა. რას აკეთებდა სააგენტო ამ დრომდე და შეეძლო თუ არა ამ შემთხვევის პრევენცია და იყო თუ არა მისი მანდატი. ვიცით, რომ გუშინ წავიდა სააგენტო ტყიბულში და ვანხავთ, როგორ დასკვნას დაწერს",-განაცხადა ლინა ღვინიანიძემ. 

ტყიბულის მაღაროში ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედვლობის სააგენტოს მიერ აღმოჩენილი დარღვევებისა და დაკისრებული სანქციების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის გარკვევას "აიპრესი" ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედვლობის სააგენტოში შეეცდება. 

შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დაზარელებულებისა და დაღუპულების ოჯახს ყველა სახის კომპენსირება გაეწევა როგორც კომპანიისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. მისივე თქმით, "დღეს, ალბათ, არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ აქ უნდა ვეძებოთ მტყუან-მართალი. აქ არის მომენტი, როდესაც ამ ქალაქს, მაღაროელებს უნდა დავუდგეთ გვერდით."

უბედური შემთხვევა ტყიბულში, მინდელის შახტის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. 4 მეშახტე დაახლოებით 400 მეტრის სიღრმეში ჩავარდა. მომხდარის გამო, აუდიტორია 115-ის წევრებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს, ისინი შრომითი ინსპექციის შექმნას მოითხოვენ. აქციის დროს დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა.

Comments
Loading...