სოციალურმა ქსელმა Facebook- მა 200-მდე აპლიკაციის მუშაობა შეაჩერა. ეს მომხმარებელთა მონაცემების შესაძლო ბოროტად გამოყენების შესახებ, Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
მარტში, სოციალურ ქსელ Facebook-თან დაკავშირებით სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც გამოცემა New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Facebook- იდან 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემების გაჟონვა მოხდა.
გაზეთის თანახმად, ბრიტანულმა კომპანია Cambridge Analytics-მა
სპეციალური აპლიკაციით შეაგროვა მონაცემები სოციალური ქსელის მომხმარებლების შესახებ.
სავარაუდოდ, Cambridge Analytics-ის წარმომდეგენლები უკავშირდებიან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბსა და ბრიტანეთში Brexit- ის თაობაზე ჩატარებულ რეფერენდუმს.
21 მარტს Facebook- ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის შეცდომა აღიარა და პირობა დადო, რომ ყველა განაცხადს დეტალურად განიხილავს.