- Advertisement -

Fitch Ratings-მა სილქნეტს ‘B+’ საკრედიტო რეიტინგი დაუდასტურა

450

წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch-მა სილქნეტს B+ საკრედიტო რეიტინგი 2017 წელსაც დაუდასტურა. აღნიშნული რეიტინგი კომპანიას 2016 წელს მიენიჭა.

„მოხარული ვართ, რომ Fitch-მა დაადასტურა სილქნეტის საკრედიტო რეიტინგი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ იქნა მიღებული. ჩვენ ერთ-ერთი პირველი კომპანია ვართ საქართველოს არასაფინანსო სექტორიდან, რომელმაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მიიღო და რომელმაც საჯარო ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ავამაღლებთ ფინანსური მდგრადობის, გამჭვირვალობისა და კორპორაციული მმართველობის სტანდარტებს“ – განაცხადა „სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა.

სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია), სილქნეტი საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტ სეგმენტის 41%, მაუწყებლობის ტრანზიტის (pay TV) სეგმენტის 30% და ფიქსირებული ტელეფონიის სეგმენტის 48%-ს ფლობს.

 
 

 
Comments
Loading...