- Advertisement -

GDI: ეთნიკურ უმცირესობებში ქალთა ძალადობის 20 საქმეზე პოლიციელთა გულგრილობა იკვეთება

595

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ანგარიშს ეთნიკურ უმცირესობათა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. ამავე ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ეთნიკურ უმცირესობებში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას. 

"ქალთა მიმართ ძალადობის 20 საქმეზე, რომელიც ორგანიზაციამ აწარმოა ადგილობრივ საერთო სასამართლოებში, იკვეთება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობისა და გადაცდომის ფაქტები, ასევე ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოძიების სსკ-ის სპეციალური მუხლებით დაწყება კვლავ პრობლემას წარმოადგენს",-აღნიშნულია ანგარიშში. 

ამავე დოკუმენტის თანახმად, ძალადობის გამომწვევ ფაქტორებში სჭარბობს გენდერული სტერეოტიპები, ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, პატრიარქალური დამოკიდებულებები ქალთა უფლებების შესახებ და ქალთა ინფორმირებულობის დაბალი დონე მათი უფლებების თაობაზე. ასევე, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადრეული ქორწინების პრობლემა და ეკონომიკური დამოკიდებულება მოძალადეზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ მოძალადეების ნაწილს შეადგენდნენ უმუშევრები ან ფინანსური პრობლემების მქონე მამაკაცები.

"ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში, პრობლემას წარმოადგენს ენობრივი ბარიერით გამოწვეული კანონისა და მართლმსაჯულების განმახორციელებელი ინსტიტუციების შესახებ ცოდნის სიმწირე, რის გამოც მათ არ გააჩნიათ განათლების, საკუთრების უფლების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებზე სათანადო ხელმისაწვდომობა. რელიგიური უმცირესობებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მოპოვება წარმოადგენს. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები, ხშირ შემთხვევაში, არ ასაბუთებენ გადაწყვეტილებებს ან ხელოვნურად აჭიანურებენ ნებართვის გაცემის პროცესს",-აღნიშნულია ანგარიშში. 

Comments
Loading...