- Advertisement -

GDI: ზოგიერთ რეგიონში უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობის პრობლემა დგას

590

"საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" (GDI) "დემოკრატ მესხთა კავშირთან” (UDM) და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან (GRMA) პარტნიორობით ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობაზე ანგარიში მოამზადა. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კვლავ აქტიურად დგას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი შეზღუდვის და დისკრიმინაციის საკითხი. კერძოდ, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობების ურთიერთობის ეფექტიანობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შეფერხება ენობრივი ბარიერის გამო.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია რომ დღემდე ზოგიერთ რეგიონში არ არის აღმოფხვრილი უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობის პრობლემა მათთვის გასაგებ ენაზე საარჩევნო ბიულეტენების უზრუნველყოფის კუთხით.

"ასევე, იკვეთება სახელმწიფო მხრიდან რელგიური უმცირესობების აშკარა დისკრიმინაციის შემთხვევები. როგორიცაა, მოხის ყოფილი მეჩეთის შენობის დღემდე გადაუჭრელი პრობლემა, მოხის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ მოსწავლე თეონა ბერიძისთვის სკოლაში რელიგიური თავსაფრის ტარების აკრძალვა და სხვა",-აღნიშნულია ანგარიშში. 

Comments
Loading...