- Advertisement -

GEM Fest-ი განცხადებას ავრცელებს: ბიო არის შხამი და ის კლავს!

566

GEM Fest -ის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ.

"GEM Fest ის არსებობის დღიდან ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდსა და სხვა საკომუნიკაციო არხებზე აქტიურად ვეწევით კამპანიას ნარკოტიკული ნივთიერებების, განსაკუთრებით კი ბიოს მავნებლობის შესახებ. უფრთხილდით ბიოს, ის კლავს!

შესაბამის ორგანოებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ მიზნით GEM Fest ის სივრცეში ხდება თითოეული ვიზიტორის პასის სკანირება, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და ასევე სტუმართა სრული შემოწმება. შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ რომ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, განსაკუთრებით კი შხამი, სახელწოდებით ბიო! საფესტივალო სივრცეში 24/7-ზე ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სამი მედპუნქტი,რომელიც მიმართვიანობის შემთხვევაში, ეფექტურად მუშაობს.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას რომ ბიო არის შხამი და ის კლავს", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, GEM Fest-ის ტერიტორიიდან დაუდასტურებელი ინფორმაციით 10 პირი მწვავე ინტოქსიკაციის ფორმით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა.

აქედან ერთ-ერთი, 22 წლის გოგო საავადმყოფოში გარდაიცვალა. სტაციონარში 2 პაციენტი რჩება, ერთი მართვით სუნთქვაზეა.

Comments
Loading...