- Advertisement -

GWP-ს გენერალური დირექტორი: 3 წლის განმავლობაში დედაქალაქში 200 მილიონ ლარს დავხარჯავთ

361

"ქართული – ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საარჩევნო შტაბში "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"-ს წარმომადგენლებს შეხვდა. GWP-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ, კახა კალაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატს კომპანიის 3 წლიანი გეგმა გააცნეს.

"ჩვენ გვქონდა საუბარი კომპანიის 3-წლიან განვითარების გეგმებზე. მომდევნო სამი წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს 200 მილიონი ლარს დახარჯავს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მათ შორის გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თანხის დიდი ნაწილი დაიხარჯება ქსელის და ქალაქის წყალმომარაგების სისტემის განვითარებაზე. რაც შეეხება დედაქალაქში წყლის მიწოდების ხშირ შეწყვეტას, ჩვენი კომპანიის არის სოციალურად დატვირთული, წყალი არის №1 პროდუქტი, იმისთვის რომ სისტემა გახდეს მეტად სტაბილური, კომპანია ძალისხმევას არ იშურებს. მაგალითად წელს 83 მილიონი ლარი ქსელების რეაბილიტაციაზე იხარჯება და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პრეტენზიები თითქმის აღარ იქნება. ალბათ იცით, ამ დარგის თანამედროვე გამოცდილება ამ ქვეყანაში არ იყო, ჩვენ ეს შევიძინეთ. გავაკეთეთ ქალაქის ჰიდრომოდელი, რაც საშუალებას მოგვცემს უმოკლეს დროში მოხდეს სისტემების სწორი და გამართული რეაბილიტაცია", – განაცხადა ცხადაძემ.

Comments
Loading...