- Advertisement -

MAN-ის ავტობუსები N14-სა და N21 მარშრუტებზე გავიდნენ

616

თბილისის მერიის ინფორმაციით, N14 და N21 მარშრუტებზე დღეიდან ლურჯი "MAN"-ის ავტობუსები მუშაობენ. ორივე მარშრუტი დიდ დიღმიდან დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მოძრაობს.

N14 დიდ დიღომს საბურთალოს გავლით რუსთაველისა და ბარათაშვილის გამზირებთან აკავშირებს. N21 დიდი დიღმიდან დიღმის მასივს, შემდეგ დიდუბეში-წერეთლის გამზირს გაივლის და ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის გამზირის გავლით ბაგებამდე გადაადგილდება.

ახალი ავტობუსები უკვე 9 მარშრუტს ემსახურებიან: N9, 14, 21, 24, 37, 51,61,87 და 88. მომავალ კვირას მათ რიცხვს N140 შეემატება. ასევე, უახლოეს პერიოდში "MAN"-ის ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვება იგეგმება.

Comments
Loading...