- Advertisement -

MAN-ის ახალი ავტობუსები N140 მარშრუტზე გავიდნენ

535

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან N140 მარშრუტსაც MAN-ის მარკის ავტობუსები ემსახურებიან. მარშრუტი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობს.

18 ივლისიდან – დიდ დიღომში ახალი, თანამედროვე ავტობუსების ბაზის გახსნის შემდეგ, “MAN”-ის ავტობუსები უკვე 5 მარშრუტზე: N14, 21, 24 88 და N140-ზე გავიდნენ. უახლოეს ხანში “MAN”-ის ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვება იგეგმება.

Comments
Loading...