- Advertisement -

National Geographic: თბილისი 2018 წელს აუცილებლად მოსანახულებელ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა

883

ჟურნალმა National Geographic-მა თბილისი 2018 წელს აუცილებლად მოსანახულებელ ქვეყნებს შორის დაასახელა. დასახელებულ 21 ქვეყანას შორის საქართველო მესამე ადგილს იკავებს ეთიოპიისა და არგენტინის შემდეგ. ინფორმაცია გამოცემის ვებგვერდზე გავრცელდა.

„24 საათიანი გოგირდის აბანოები, ხინკალი (მოხარშული ხორცი) და ადგილობრივი მოსახლეობის ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა ძველი თბილისს განსაკუთრებით გამოარჩევს“,-წერს ჟურნალი.

National Geographic-ი ასევე აღნიშნავს, რომ სპარსეთის, არაბეთის, ბიზანტიის, ოსმალეთის, რუსული და საბჭოთა ოკუპაცია თბილისის არქიტექტურაზე გავლენას ახდენს.

2018 წელს აუცილებლად მოსანახულებელ ქვეყნებს შორის დაასახელა ეთიოპია, არგენტინა, საქართველო, ავსტრალია, მექსიკა, ავსტრია, ჰავაი, შვედეთი, იორდანია, ირლანდია, მადაგასკარი, ჩილე, კამბოჯა, ოჰაიო, მაროკო, სამხრეთ კორეა, ალბანეთი, ტექსასი, კანადა, ნიდერლანდები და ტანზანია. 

Comments
Loading...