- Advertisement -

NATO-ს საპარლამეტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს

605

ნატო-ს საპარლამეტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა.

როგორც მთავრობის ადმინსტრაციიდან იუწყებიან, მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის ძირითადი საკითხები განიხილეს.  საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დღის წესრიგს და აღინიშნა, რომსაქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ამ მიმართულებით. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელობაზე, რომელიც თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.

Comments
Loading...