ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 38%-მა უპასუხა, რომ არც ერთი პარტია.
29%-მა უპასუხა, რომ "ქართული ოცნება", ხოლო 10%-მა "ნაციონალური მოძრაობა".
გამოკითხვა ჩატარდა 2017 წლის 7-28 აპრილს. სულ გამოიკითხა 2 493 ადამიანი.