თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 47% მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს. ასე არ ფიქრობს გამოკითხულთა 26%, 27%-მა კი არ იცის, არსებობს თუ არა კორუფციის პრობლემა ადგილობრივ ხელისუფლებაში,- ეს მონაცემები NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების ანგარიშშია.
NDI-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, თბილისში გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესინალიზმის ნაკლებობა, 68% კი ფიქრობს, რომ მერიაში, საკრებულოსა და გამგეობაში ნეპოტიზმის პრობლემა არსებობს.