ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის მოსაზრებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსული სამხედრო აგრესია წარმოადგენს. ამ მოსაზრებას გამოკითხული მოსახლების 34% იზიარებს.
გამოკითხულთა 16% აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას ასახელებს, 9% ისლამურ ტერორიზმს, 5% რუსულ პროპაგანდას, 3%-3% ეთნიკურ და რელიგიურ დაპირისპირებებს, 2% -2% რუსეთზე ეკონომიკურ და ენერგოდამოკიდებულებას, 2% მიგრაციის კრიზის, 1% თურქეთში პოლიტიკურ დაძაბულობას, 1% დასავლეთთან ინტეგრაციას.
საბოლოო ჯამში გამოკითხული მოსახლების 60%-სთვის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთთან დაკავშრებული ფაქტორები წარმოადგენს.