- Advertisement -

NDI: 1200 ლარზე მეტი შემოსავალი ოჯახში გასულ თვეს გამოკითხულთა 3%-ს ჰქონდა

635

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 3 %-ს აქვს ოჯახში შემოსავალი და დანახარჯი  1200 ლარზე მეტი. 

კვლევის მიხედვით, 10% ამბობს, რომ ოჯახის შემოსავალი და დანახარჯი გასულ თვეს 801-1200 ლარი, 22%-ს დანახარჯი 401-800 ლარი აქვს, ამდენივე შემოსავალი აქვს გამოკითხულთა 20%-ს. 

261-400 ლარი აქვს შემოსავალი კვლევის თანახმად გამოკითხულთა 24%-ს, ამდენივე ხარჯი აქვს გამოკითხულთა 25%-ს. ოჯახის გასული თვის შემოსავალი 151-250 ლარი იყო გამოკითხულთა 21%-ისთვის, გამოკითხულთა 19%-ს კი ამდენივე დანახარჯი ჰქონდა. 

გამოკითხვის თანახმად, 150-ლარამდე შემოსავალი და დანახარჯი აქვს გამოკითხულთა 4%-ს.

Comments
Loading...