- Advertisement -

NDI: 78% ფიქრობს, რომ ვიზალიბერალიზაციის მიუხედავად, რიგითი ადამიანები ვერ იმოგზაურებენ

568

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 78% -ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვექნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რიგითი ადამიანები ფინანსურად ვერ გაწვდებიან ევროკავშირში მოგზაურობას, 14% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს გაუადვილდებათ ევროკავშირის ქვეყნებში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩასვლა, 16% კი, არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

70% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ვიზალიბერალიზაციის შედეგად, ქართველი სტუდენტებისტვის გამარტივდება ევროკავშირის ქვეყნებში სწავლა, 18% არ ეთანხმება.

67% ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლა ბევრი ქართველის ემიგრაციაში წასვლას გამოიწვევს, 22%-ს ამის საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს.

49% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა გამოიწვევს საქართველოში უცხოელი ლტოლვილების ჩამოსვლას. 31% კი, არ ეთანხმება. 

Comments
Loading...