"ფაქტია, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრის ქმედებებს შედეგად საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა. ეს კითხვებს ბადებს. ამ ქმედებებში არის თუ არა დანაშაულის ნიშნები? – პროკურატურა თვლის, რომ არის. საბოლოო გადაწყვეტილებაზე სასამართლო იმსჯელებს." – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

"რაც შეეხება 20 ივნისს, სტრასბურგის სასამართლოს აქვს კითხვები, თუ რამდენად სწორად ჩატარდა ოპერაცია. ქვეყანას ამ მიმართულებით გამოძიების წარმოება დაევალა. გამოძიება დასკვნამდე მივიდა, რომ სისხლის სამართლის გადაცდომებს ჰქონდა ადგილი და მას ბრალი წარედგინა. ამ ნაწილშიც გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. გახარიას პარტიისგან ეს ისე ფასდება, როგორც პოლიტიკური დევნა, მაგრამ ფაქტები ბევრ რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა