- Advertisement -

USAID პანკისის ხეობაში მცირე ბიზნესის დასახმარებლად მცირე გრანტების პროგრამას იწყებს

651

USAID-ის პროექტი Zrda პანკისის ხეობაში მცირე გრანტების პროგრამის განხორციელებას იწყებს. პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლში, USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე,  თომას მორისი და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბექა ბაიდაური, ადგილობრივ თემებს  შეხვდებიან და მცირე გრანტების პროგრამის დაწყების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ. პროგრამა USAID-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

ვიზიტის დროს სტუმრები ეწვევიან ფერმერებს, საოჯახო სასტუმროების მფლობელებსა და სოფლის მოსახლეობას, რომლებსაც პროექტი Zrda დახმარებას უწევს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობების განხორციელების გზით.

მცირე გრანტების პროგრამა დაეხმარება პანკისში მოქმედ ოცდაათ მცირე ბიზნესს, ხოლო ათი მათგანის დახმარება განხორციელდება 2017 წელს. მცირე გრანტების პროგრამა წარმოადგენს იმ პროგრამების გაგრძელებას, რომლებსაც პროექტი Zrda უკვე ახორციელებს პანკისის თემებში და იგი ხელს შეუწყობს პროექტის საქმიანობების დივერსიფიცირებას.  

Comments
Loading...