სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში №16 პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მატჩი გაიმართა.
შეჯიბრებაში ერთმანეთს მსჯავრდებულები და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მსჯავრდებულებმა მოიპოვეს, რომელთაც გარდამავალი თასი გადაეცათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირები მსჯავრდებულთა მაღალი ჩართულობით რეგულარულად იმართება, რაც მათ საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას უწყობს ხელს. - ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.




