დღის სიახლეები
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
მთავრობა1795154701
მთავრობა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის მოქალაქეებს, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს რუსეთის მხარეს გადასვლისა და საერთო მიზნების მისაღწევად ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ პუტინმა კინორეჟისორ ემირ კუსტურიცასთან ინტერვიუში განაცხადა.
1795259272
პარლამენტი
სოცმედია
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მოქალაქეთა დაღუპვის გამო სამძიმრის წერილი გამოუგზავნა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.
1795247172
23 ნოემბერს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის დიდ ტაძარში, საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.
1794919526
სხვა სიახლეები
„ვარშავაში გამართულ ენერგეტიკის მინისტერიალზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამომწურავად გვესაუბრა იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში, ვისაუბრეთ 10-წლიან სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკის სექტორში სრულ თვითმყოფადობას 10 წლის თავზე“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
1795250794
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის კრის რაითისა და პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის მილოშ მოტიკას მიწვევით, 19 ნოემბერს „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის“ (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
1795247745
მელე-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
1795247005
„კახეთში დავათვალიერეთ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ლაგოდეხში მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ქალაქის გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ფშაველში, სადაც სკოლის პრობლემა წლების განმავლობაში მწვავედ იდგა, დაწყებულია სკოლის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოების პროექტის შემუშავება და უახლოეს პერიოდში აქტიური სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება. მოსახლეობას ასევე გავაცანით გადაწყვეტილება ექვს სოფელში წყალმომარაგების პროექტის განხორციელების შესახებ, მათ შორის ფშაველში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები, მათი პრობლემების მოსმენა და თითოეულ საკითხზე სათანადო რეაგირება“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
1795188043




