შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის საგნის გამოცდების შედეგებს აქვეყნებს შემდეგ საგნებში:
🔹ინგლისური ენა
🔹რუსული ენა
🔹გერმანული ენა
🔹ფრანგული ენა
🔹იტალიური ენა
🔹ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის)
🔹კომპიუტერული ტექნოლოგიები
🖥საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.
🔎პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული ქულის ნახვის შესაძლებლობა.
✅მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა.
🔷გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 18 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 20 აგვისტოს 18:00 საათამდე.
📑დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.