შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე -  2001 წელს დაბადებული ე.ო.  დააკავეს.

დაკავებული მამაკაცი,  თურქეთის რესპუბლიკის მიერ,  საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების და ნივთის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. 

სამართალდამცველებმა ე.ო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.