Tთბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა დ კიდევ 9 პატიმრის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სადაც მოსამართლე უნდა გადაწყვიტოს  დატოვებს თუ არა დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობაში.

სახელმწმიფო ბრალდლება დაკავებულებს აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. 

"ძალიან უცნაური პროცესია და ვერ ვხვდები რა ხდება. ახლა გამახსენდა, იოზეფ კ, არის კაფკას ასეთი პერსონაჟი, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და არ იცის რა ხდება მის თავს. ეს რომანი არის გაურკვევლობაზე. თვითონ წიგნი აბსურდია და გაურკვევლობაზეა. სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ეს შეგრძნება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-თქო. რაღაცნაირად მოხერხდა და ძალიან უცნაური არის. უცნაური და ერთი მხრივ საინტერესო. ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს. დიდი მადლობა", - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო სხდომაზე.