სოლიდარობა ყველა დაკავებულს, პატიმარს, რომელსაც რეჟიმი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების გამო უკანონო და ძალადობრივი მეთოდებით დევნის. ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.

"ეს ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

ფარისევლებს ხვალიდან მოგხედავთ, დაკავებულის სოლიდარობა თქვენი პოლიტიკური სტომაქების ამოსავსებად რომ გინდათ გამოიყენოთ და ამ მიზნით სხვებს ესხმით თავს.

“ფეისბუქ ჟანდარმერიას” კიდევ ვურჩევ,  ემოციები დაიცხრონ, პოლიტიკა ცივი გონების საქმეა და მაგაში გვიგებს ბიძინა 10:0-ს." - წერს ბერდია სიჭინავა.