2026  წლის 8-9 სგვისტოს თურქეთში, ქალაქ ბურსაში გაიმართა ყოველწლიური VIII საერთაშორისო ტურნირი კარატეში, რომელშიც მსოფლიოდან 15 ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენს შორის საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის გუნდმაც მიიღო მონაწილეობა.

ამ პრესტიჟულ შეჯიბრზე, რომელიც თურქეთის კარატეს ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ჭაბუკა მახარაძემ  უფროსი კატეგორიის ინდივიდუალურ კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ტატამზე 4 წრე დამაჯერებლად მოიგო, ზედიზედ დაამარცხა სერბი, ბულგარელი და თურქი სპორტსმენები და შედეგად I ადგილი ოქროს მედალით მოიპოვა.

ბურსას საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკა მახარაძემ უკვე მესამედ მოიგო, 2023 წელს, 2024 წელს კატასა და კუმიტეს ორივე კატეგორიებში ჭაბუკა მახარაძე ორი ოქროს მედალი აიღო, წელსაც ამ ტურნირზე წარმატებით დაასრულა თავისი ასპარეზობა.

ჭაბუკა მახარაძე არის მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული სპორტსმენი და წარმატებული ინსტრუქტორი, არის შავი ქამრის V დანის მფლობელი, საქართველოს შოტოკან კარატე კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი. საერთაშორისო ტურნირებზე ის 1998  წლიდან რეგულარულად წარმატებით ასპარეზობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საერთო ჯამში 100-ზე მეტი მედალი.