ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს.
ამჯერად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მორიგი პროექტი ჭავჭავაძის გამზირის N43-ის ტერიტორიაზე ხორციელდება.
აღნიშნულ მისამართზე წყლისა და წყალარინების ქსელის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს. მიწისქვეშ გამოიცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის საფარი დაიგება.
პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 290 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასთან და მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად, შეხვდა.