ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა შეაფასა. 

როგორც მან აღნიშნა, ეს განცხადება, კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, თუ როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და როგორ ცდილობენ ქურდობაში ბრალდებული პირის დაკავება დემოკრატიის უკუსვლად წარმოაჩინონ. მათიკაშვილის თქმით, განცხადება იმაზეც მიუთითებს, რომ საქართველოს მიმართ არაჯანსაღი ინტერესი კვლავ ძალაშია. 

"კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმის, თუ რა ზეწოლა ხორციელდება საქართველოსა და ქართველ ხალხზე, როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და როგორ ცდილობენ, რომ მრავალმილიონიან ქურდობაში, მიტაცებაში ბრალდებული პირის, ბაჩიაშვილის დაპატიმრება, წარმოადგინონ დემოკრატიაზე თავდასხმად და დემოკრატიის უკუსვლად. 

იმდენად აბსურდული და რეაქციულია განცხადების შინაარსი, რომ ამით კიდევ ერთი ხაზგასმა ხდება იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ, სამწუხაროდ, არაჯანსაღი ინტერესი კვლავ ძალაშია." - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სადაც ის წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.

 სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი დააკმაყოფილა და გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაავალა 

გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა შეეფარდა - სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის, 8 986.86 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით 48 წლის პირი დააკავეს - ამოღებულია 3800 აშშ დოლარი, 525 ლარი და 66,000 სომხური დრამი (ვიდეო)