„უმნიშვნელოვანესი ინიციატივით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებაში - მედიასივრცეში დებატების დაბრუნება, რომელთა ჭრილშიც საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცალსახად გასაგები იქნება, თუ რასთან აქვს ქვეყანას საქმე, რომელი მხარეა მართალი და პირიქით. - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილის განაცხადა.
"ამ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია დაიძლიოს ეს პრობლემა, რომელიც თავის დროზე სწორედ დიფ სთეითის ჩარევით მოხდა. ბუნებრივია, ობიექტური მედიასივრცის წიაღში უნდა მოხდეს დებატების აღდგენა", - მიიჩნევს მათიკაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის "ქართველ" აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს




