შესაძლოა, ნატო უნდა გამოგვეცადა. - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. 

მე-5 მუხლი გამოგვეყენებინა და ნატო აქ მოსულიყო და ჩვენი სამხრეთი საზღვარი არალეგალი იმიგრანტების შემდგომი შემოჭრისგან დაეცვა, რითაც სასაზღვრო პატრულის აგენტების დიდი რაოდენობა სხვა ამოცანებისთვის გათავისუფლდებოდა. - წერს ამერიკის პრეზიდენტი.