„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არჩევნების არდაშვებასთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი განცხადებების თანხვედრა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ერთი და იმავე ხელით იმართებიან. - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
"ორივე ამ სუბიექტის მიზანი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შექმნა და არეულობის გამოწვევაა, რაც ქვეყანას ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანს. თუმცა, სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ და საქართველოში ხელისუფლებას ყოველთვის არჩევნების გზით ავირჩევთ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.