პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია პარტია "ლელოს" სიცრუეში ადანაშაულებს. 

"ცრუობს ლელო, როდესაც ამბობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივას ეთანხმება, რადგან პრეზიდენტმა არა მხოლოდ ის თქვა, რომ ის არჩევნები არაა, არამედ ისიც, რომ ის რომ არჩევნები არ არის ამიტომ მონაწილეობა აბსურდია. ხოდა კეთილსინდისიერება გვმართებს ყველას პოზიციის სიცხადეში.

ცნობისთვის, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! – ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ ხალხთან ერთად, ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ“.