კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ, მედიასთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ შიმშილობა დაიწყო.
"ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა, პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკოსი, მე მინდა გამოვაცხადო ახალი ფორმა ჩემი ბრძოლის. ეს ფორმა არ არის ან ემოციური, ან გაუაზრებელი, ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა.
მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას, არ მოვიცვლი აქედან ფეხს. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, უბრალოდ სასოწარკვეთილი ნაბიჯი. ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლისა და თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, მაინც ვერ მოგვერევით. ეს არის ჩემი განაცხადი ქართული ოცნებისთვის" - თქვა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში ხელისუფლების დამხობა არის ერთადერთი გზა.
"მეორე განაცხადი არის ხალხისთვის - რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა. მე ვარ მზად თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ" - ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
ფოტო სოციალური ქსელიდან.