ევროპული საქართველოდან წამოსული წევრები ახალ პარტიას ქმნიან, რომელსაც "ფედერალისტები" ერქმევა. პარტიის პრეზენტაცია 15 აგვისტოს გაიმართება.
"ევროპული საქართველოდან" წამოსული თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს: "ის, რომ ადამიანების, ბავშვების სიცოცხლეს ამ ქვეყანაში ფასი არ აქვს, სისტემური პრობლემაა. მიგვაჩნია რომ ამ პრობლემის გასაღებია ფედერალიზმი. ფედერალიზმი ევროპული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ბუნებრივი წყობაა. ცენტრალიზებული, თავკომბალა სახელმწიფო რუსეთის მიერაა თავსმოხვეული და სანამ ამ ძალმომრეობითი სისტემისგან თავს არ დავიხსნით და რადიკალურ დეცენტრალიზაციას არ მოვახდენთ, შინ - ევროპაში, დასავლურ ცივილიზაციაში ვერ დავბრუნდებით.
ფედერალიზმი მხოლოდ ტერიტორიული მოწყობა არ არის, ის ძალაუფლების გაწონასწორების და შეკავების საუკეთესო სისტემაა - ასეთ სისტემაში თავს ვერავინ გავა.
დეცენტრალიზებულ სისტემაში პოლიტიკოსებს, უმცირეს დონეზეც კი, წონას ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეები, მათი სამსახური სჭირდებათ პოლიტიკოსებს ასარჩევად და არა ბელადებისთვის და ოლიგარქებისთვის მიძღვნილი ქათინაურები.
ერთი სიტყვით - ჩვენი ეროვნული და ინდივიდუალური პრობლემების გასაღებია ფედერალიზმი, ასე დავბრუნდებით შინ ევროპაში და ამიტომ დავირქვით", -
შეგახსენებთ: 2024 წლის 1 აგვისტო გიგა ბოკერიამ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა და პარტია დატოვა. "ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას საპარლამენტო არჩევნებზე ამ მდგომარეობაში მყოფ პარტიის წარდგენაზე"
ბოკერიასთან ერთად პარტია მისმეა მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა, ასევე წევრების გარკვეულმა ნაწილმაც დატოვა.
ევროპული საქართველოს პრაიმერიზი 28 ივლისს ჩატარდა. დელეგატებს შეეძლოთ ორ სიას შორის გაეკეთებინათ არჩევანი.
პრაიმერიზის შედეგებზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა 29 ივლისს Facebook-ზე დაპოსტა და თქვა, რომ მისმა და აკაკი ბობოხიძის სიამ 1015 დელეგატის ხმით გაიმარჯვა.
30 ივლისს ჩატარებულ პრაიმერიზთან დაკავშირებით პოსტი დაწერა გიგა ბოკერიამ. მან აღნიშნა, რომ შიდა არჩევნებმა დელეგატების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რეალური და მწვავე კონკურენციისა და აქტიური კამპანიის პირობებში ჩაიარა.
წინასწარი მონაცემებით, პრაიმერიზში მონაწილე ორ სიას შორის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. სია N1 - 55% 2. სია N2 - 45%.