საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგებისთვის ახალი წესზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, 2026-2027 წლის სასწავლო წელს, სკოლებში, სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონის ყუთებში ჩადება, მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებსაც მოუწევთ.
როგორც "აიპრესს" განათლების სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ადეიშვილმა განუცხადა, ცვლილება "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში მომავალი სასწავლო წლიდან შევა. რომელსაც მასწავლებლებისთვის არ ექნება აკრძალვის ხასიათი.
"სამინისტრო მუშაობს დერეგულაციის წესით საგაკვეთილო პროცესში ტელეფონის მოხმარების წესთან დაკავშირებით. იდეაა არის ის რომ მასწავლებელმა, კარგი მაგალითი მისცეს მოსწავლეს და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, ყუთში პირველმა ჩადოს ტელეფონი.". განაცხადა მარიამ ადეიშვილმა.
შეგახსენებთ, განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებით, მოსწავლეებს სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონის გამოყენება ეკრძალებათ




