პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძემ კიდევ ერთი ვიდეომიმართვას ავრცელებს. 

ბარამიძე ამბობს რომ ის, რაც თქვა, არის სიმართლე და რეალობა.

"ინტერვიუში ჩემი ნათქვამი წინადადების გამო, იმ ერთი სიტყვის გამო, რაზედაც გავიზიარე კრიტიკა, ნამდვილად სჯობდა სხვა სიტყვა გამომეყენებინა. ომის მიმდსინარობისაც ტყვეების არ აყვანის პროცესის აღწერისას...

ნამდვილად არ მიკვირს რომ ისინი (ქართული ოცნება) ჩემს მიმართ ამ სიბინძურეებს გააგრძელებენ. იმიოტმ რომ ხომ უნდა გადაფარონ ის მოღალატური განცხადებები რაც გაკეთდა, რომელმაც შოკში ჩააგდო ქართული საზოგადოება. 

თუ ვინმეს უნებლიედ გული ვატკინე ბოდიში მოვიხადე, მაგრამ რაც ვთქვი, ვთქვი სიმართლე. აზრი იმაშია, რომ რაც ვთქვი, არის სიმართლე, არის ის, რაც ხდებოდა. ჩვენი გამწარებული ხალხი, ვისაც დედა მოუკლეს, მამა მოუკლეს, ოჯახი ამოუწყვიტეს თუ მეგობარი თუ ნათესავი, არ ინდობდნენ მტერს და არ ზრუნავდნენ ტყვეების აყვანაზე.

შესაბამისად თუ ტყვე არ აგვყავდა, როგორც ამათმა წარმოაჩინეს, ვერც ვერავინ დახვრეტდა. რა თქმა უნდა, სხვა უნდა თქმულიყო. " - აცხადებს გია ბარამიძე.