საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მართალი გითხრათ, არც ჩვენ ვიცოდით, რომ საიას ასეთი სარჩელი არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
„რეალურად, „საია“-მ ძალა უნდა მოიკრიბოს და ეცადოს სტრასბურგის სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ შესაძლებელია ფურცლის ერთი მხრიდან გამოჟონილი მელნით დააზუსტო რომელ პარტიას მისცა ამა თუ იმ ადამიანმა ხმა. მითუმეტეს, თუკი ეს ბიულეტენი დევს მყარ და სქელ მუყაოს კონვერტში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით არჩევნების შედეგების შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვია მომჩივანთა ნაწილს, რაც არ დააკმაყოფილა




