ლონ მასკი სოციალური ქსელით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც ევროკომისიის მხრიდან სოციალურ პლატფორმებზე ზეწოლაზეა საუბარი.
„ტირანებს უყვართ ცენზურა“, – წერს ილონ მასკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშით, „ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა სოციალურ პლატფორმებზე, რათა მათ შეეცვალათ კონტენტის მოდერაციის გლობალური წესები, რამაც პირდაპირი ზიანი მიაყენა ამერიკელთა გამოხატვის თავისუფლებას თავად შეერთებულ შტატებში”.
Tyrants love censorship https://t.co/BeYMrAeZKt
— Elon Musk (@elonmusk) February 3, 2026




