საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტს დუმა გიდეონ ბოკოს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგს. ირაკლი კობახიძემ ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ბოცვანის რესპუბლიკისთვის წარმატებული რეფორმების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დაესწრო.




