„ჩემთვის დიდი პატივია, ვიდგე დღეს თქვენ წინაშე უნგრეთში, ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა, ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლების და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა. , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩვენ ქართველები განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატა. თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა, ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც სამი ათას წელზე მეტია, იმპერიების გზაჯვარედინზე დგას. ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში. საქართველომ მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციებს გაუძლო და მაინც დავრჩით გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით. გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას, ის კარგავს საკუთარ თავს“, – განაცხადა კობახიძემ.