ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სხვადასხვა სივრცეებია წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოსთვის და ალბათ რეგიონისთვისაც უნიკალური ტექნოლოგიური სამეცნიერო მუზეუმი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი. 

მისივე თქმით, ჰაბისადმი ინტერესი მაღალია. ამავდროულად ტექნოჰაბი TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად ემზადება. 

„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“, - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი. 

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800 - მდე ვიზიტორი ეწვია.
შედგენა